ხორბალი 330$
ბრინჯი 472$
სიმინდი 163$
ქერი 156$
07.09.2010
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი 20-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე შეჯამდა 2009 წლის შედეგები, განისაზღვრა სამომავლო გეგმები და ამოცანები. ასევე განიხილეს 2010 წელს დაგეგმილ რომელ საერთშორისო გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას ქართული კომპანიები.
რუსთავში დღეს ახალი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა. პროექტი ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. გახსნის ცერემონიას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე ესწრებოდა: "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნას. ეს ხელს შეუწყობს შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას, რადგან გლეხებს ნაწარმოები პროდუქციის შენახვის შესაძლებლობა ექნებათ და მისი მაშინ გაყიდვა, როდესაც პროდუქციაზე უფრო მაღალი მოთხოვნაა".
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა დღეს ფონიჭალაში სასაწყობე მეურნეობა მოინახულა და იქ არსებულ პირობებს გაეცნო. საცავ-მაცივარი გათვლილია ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის შენახვაზე. პროდუქციის დასაწყობების შემდეგ, მეპატრონეს მისთვის თვალ-ყურის დევნება on-line რეჟიმში, საცავში დამონტაჟებული კამერების საშუალებით ნებისმიერი კომპიუტერიდან შეეძლება.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს მთავრობასთან ერთად სურსათის უვნებლობის კანონის თემაზე შეხევდრა გამართა, რომელსაც ბიზნესმენებთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი და ხელისფულების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვების პროდუქტებზე კონტროლი მკაცრდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა, საგურამოში მდებარე ,,ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი“ მოინახულა. ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანია, რომ მევენახეობა საქართველოში უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ამისათვის საქართველოს ყველანაირი რესურსი გააჩნია.
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
»
06
Sep
სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30
Aug
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09
Aug
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02
Aug
კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009