ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
07.09.2010   
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება სოფლის მეურნეობის სფეროში ბაკურ კვეზერელსა და ამერიკელ კონგრესმენ ჯიმ მარშალს შორის დღეს, გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო. მოლაპარაკება სოფლის მეურნეობის მინისტრსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
 
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დღეს, ქვემო ქართლის რეგიონში სარწყავი სისტემის გაწმენდის პროცესს დაესწრნენ. ქვემო ქართლში ყველა სარწყავი არხის გაწმენდის პროცესი 15 აპრილს უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება წყალი თვითდინებით მიიღოს. ეს კი, გლეხებს გაცილებით იაფი დაუჯდებათ.
ფოთის ხორბლის ელევატორის ტერმინალის დანაკარგის ნორმები უკვე დადგენილია, რაც ნიშნავს, რომ ფუნქციონირებას ის უახლოეს მომავალში განაახლებს. წლების განმავლობაში ელევატორი არ იტვირთებოდა, მაგრამ დანაკარგის ნორმების დადგენის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ხორბლის შენახვა. ფოთის ელევატორში არსებულ მდგომარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგილზე გაეცნო.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ დღეს, ქუთაისში, იმერეთის რეგიონის მესათბურეებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას წყალტუბოს რაიონის სოფლების მცირე ბიზნესის წარმომადგენელები დაესწრნენ, რომლებიც ძირითადად, მწვანილს აწარმოებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რადგან ევროკავშირის ქვეყნებიდან დიდია დაინტერესება ნატურალურ პროდუქციაზე, განსაკუთრებით ბოსტნეულზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი დედოფლისწყაროში მეცხვარეებსა და ექსპორტიორებს შეხვდა და სექტორში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. კვეზერელის განმარტებით, ქართულ ცხვარს საექსპორტო ბაზრებზე დიდი პოტენციალი გაჩნია. უკვე ცნობილია, რომ ქართული ცხვრის იმპორტით ყატარიც დაინტერესდა, სადაც საქართველოს მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკვე იმყოფებოდა.
სოფელ რენეში დღეს შიდა ქართლის მოსახლეობისთვის აიპონური გრანტის ფარგლებში შეძენილი იმ ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც უშუალოდ ამ რეგიონს მოემსახურება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ბაკურ კვეზერელ მოსახლეობას გაესაუბრა და აუხსნა რა პირობებით როგორ შეძლებენ ადგილობრივები მის გამოყენებას.
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | »
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009