ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
12.07.2010   
დღეს, სასტუმრო ,,რედისონ სას ივერიაში”, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), საზღვარგარეთთან სოფლის მეურნეობის სერვისის (FAS) და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით „თბილისში, ვაჭრობისა და ინვესტიციების მისიის" ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვის მიზნით, ამერიკელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის შეხვედრები 3 დღეს გაგრძელდება. მისიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელსა და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის. ,,აშშ-ს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად განვახორციელეთ რამოდენიმე ერთობლივი პროექტი და ჩვენი მიზანია, მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლოთ ამ ორგანიზაციასთან, რადგან არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ დავეხმაროთ ჩვენს ფერმერებს. დღეს კი, ჩვენ გვაქვს საშუალება შევხვდეთ ამერიკელ ინვესტორებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით,” - განაცხადა ბაკურ კვეზერელმა. „თბილისში, ვაჭრობისა და ინვესტიციების მისიის" უმთავრესი მიზანია, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეთესლეობა, გადამამუშავებელი წარმოება და სხვა.
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009