ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
09.07.2010   
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ (EUGBC), საბჭოს საპატიო წევრის, “Thorvik International Consulting”-ის (TIC) დამფუძნებლის და მმართველის, არვე ტორვიკის დახმარებით, გამოსცა პუბლიკაცია: ნორვეგიის ალკოჰოლური სასმელების ბაზრის თავისებურებები. პუბლიკაცია, რომელიც ნორვეგიის ბაზარზე ქართული ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის საკითხებში, ქართველი მეღვინეების ინფორმირებისთვის არის გამიზნული, ქართულ ენაზეა მომზადებული და თან ინგლისური ანოტაცია ერთვის. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მიესალმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მცდელობას, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის ექსპორტს და დაუმატა: “კმაყოფილები ვართ ევროკავშირისაქართველოს ბიზნეს საბჭოსთან თანამშრომლობით, ვინაიდან გვჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტის – ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის განვითარებას”. პუბლიკაცია შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა მოკლე ინფორმაცია ნორვეგიის შესახებ; ნორვეგიის ალკოჰოლური სასმელების ბაზრის ისტორიული მიმოხილვა; ალკოჰოლური სასმელების იმპორტის სპეციფიკა; სახელმწიფო მონოპოლიის როლი; სტატისტიკური მონაცემები და ტენდენციები; ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრის სისტემა და სხვა. პროექტის მიზნებზე საუბრისას, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, კოტე ზალდასტანიშვილმა განაცხადა: “ხსენებული პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, ნორვეგიის ალკოჰოლური სასმელების ბაზრის სპეციფიკის, სტატისტიკური მონაცემების, დაბეგვრის სისტემის, იმპორტის პროცედურების შესახებ და სხვა ინფორმაციის ჩათვლით, ქართველ მეღვინეებს ნორვეგიაში მათი პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაში დაეხმარება.” ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საპატიო წევრმა, არვე ტორვიკმა, პუბლიკაციასთან დაკავშირებით, შემდეგი კომენტარი გააკეთა: “მოხარულები ვართ, ხსენებული პროექტის რეალიზაციაში ჩვენი წვლილი რომ შევტანით. მჯერა რომ პუბლიკაცია და დაგეგმილი სემინარი ალკოჰოლური სასმელების ქართველ მწარმოებლებს სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდის და მათთვის პრაქტიკული სახელმძღვანელო იქნება. ეხლა მათზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოიყენებენ მიღებულ ინფორმაციას ახალ ბაზრებზე შესასვლელად”. პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ევროკავშირისაქართველოს ბიზნეს საბჭოს ვებ-გვერდზე - www.eugbc.net (გვერდი პუბლიკაციები).
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009