ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
21.06.2010   
21 ივნისს, რუსთაველის თეატრში, მეღვინეობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღონისძიება, ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, OIV-ის პრეზიდენტი ივ ბენარი, OIV-ის აღმასრულებელი დირექტორი ფედერიკო კასტელუჩი და 42 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდნენ. კონგრესი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან კონგრესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო იყო და არის ღვინის სამშობლო, რომელსაც უძველესი კულტურა გააჩნია. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის განცხადებით, ,,ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ღონისძიებას მოჰყვება ბევრი ტურისტი, რომელიც საქართველოს მოინახულებს სწორედ მისი უნიკალური ღვინის გასასინჯად და ღვინის დაყენების უნიკალური წესის გასაცნობად. გარდა ამისა, კონგრესი ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც თავისთავად აისახება გაყიდვების ზრდაზე”. ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის, ივ ბენარის განცხადებით, ,,ქართულ მეღვინეობას დიდი ტრადიციები აქვს. მე უკვე მქონდა შესაძლებლობა დამეგემოვნებინა თეთრი და შავი ღვინო და შემიძლია გითხრათ, რომ ქართულ ღვინოს აქვს იმის პოტენციალი, რათა მსოფლიო ბაზარი დაიპყროს”. კონგრესის ფარგლებში, დელეგატები კახეთის რეგიონს მოინახულებენ, სადაც ღვინის ქარხნებს დაათვალიერებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველო ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს მეორედ მასპინძლობს. პირველად, საქართველოში კონგრესი 1962 წელს ჩატარდა. მაშინ კონგრესს 32 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა.
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009