ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
18.06.2010   

20-25 ივნისს, საქართველო ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს. კონგრესის მასპინძლობის უფლება, მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშის და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონების  მქონე ქვეყნებს აქვთ.  საქართველოში კონგრესზე დასასწრებად 42 ქვეყნიდან 300-ზე მეტი სტუმარი ჩამოვა.

კონგრესის ოფიციალური გახსნის ცერემონია 21 ივნისს, რუსთაველის თეატრში გაიმართება, სადაც   ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) მხრიდან  სიტყვით გამოვლენ ორგანიზაციის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი და 2011 წლის კონგრესის მასპინძელი ქვეყნის - პორტუგალიის წარმომადგენელი. საქართველოს მხრიდან კონგრესის გახსნას დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და სხვა ოფიციალური პირები.

კონგრესის ფარგლებში , გათვალისწინებულია ტექნიკური ტური კახეთის რეგიონში, სადაც დელეგატები დაათვლიერებენ  ღვინის ქარხნებს.  საქართველოს კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით, კონგრესის სტუმრებისთვის დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც.

25 ივნისს, რუსთაველის თეატრში გაიმართება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესის (OIV) მე-8 გენერალური ასამბლეა და კონგრესის ოფიციალური დახურვის ცერემონია.

შეგახსენებთ, რომ საქართველო  ვაზისა და ღვინის მსოფლიო კონგრესს მეორედ მასპინძლობს. პირველად, საქართველოში კონგრესი 1962 წელს ჩატარდა. მაშინ კონგრესს 32  ქვეყნის დელეგაცია  ესწრებოდა.

 

პროგრამა

ორშაბათი, 21 ივნისი

10:00  მონაწილეთა რეგისტრაცია

12:00  კონგრესის გახსნა

19:00 გალა კონცერტი, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი

 

სამშაბათი, 22 ივნისი

09:00    კონგრესის სამუშაო სესიები

 

ოთხშაბათი, 23 ივნისი

09:00  კონგრესის სამუშაო სესიები

18:20 ვაზის სარგავი მასალების წარმოების ეროვნული ცენტრის   მონახულება. 420 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის კოლექციის დათვალიერება.

 

ხუთშაბათი, 24 ივნისი

09:00  ტექნიკური ტურები კახეთში

 

პარასკევი, 25 ივნისი

09:30  OIV-ს მე-8 გენერალური ასამბლეა

 

« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009