ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
17.06.2010   

შიდა ქართლის რეგიონში, გორის მახლობლად, ინდაურის სახორცე ჯიშისა და ბატის წარმოების ფერმერული მეურნეობა გაიხსნა. ამ ორი ფრინველის კვერცხის ინკუბაცია და შემდგომში გამოჩეკილი ჭუკების გამოზრდა 45 დღის ასაკამდე ტექნოლოგიურად რშიდა ქართლის რეგიონში, გორის მახლობლად, ინდაურის სახორცე ჯიშისა და ბატის თული და ძვირადღირებული პროცესია.

საქართველოს მეფრინველეობის, კერძოდ, ინდაურისა და ბატის წარმოების დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა აღნიშნული დარგი არასათანადოდ არის განვითარებული. არასამთავრობო ორგანიზაცია – ”ჰეიფერ ინტერნეიშენალ საქართველო” (Heifer International Georgia) ახორციელებს პროექტს, რომელიც შანსს აძლევს საქართველოში მცხოვრებ ყველა წვრილ ფერმერს თაამად დაიწყოს ინდაურისა და ბატის ხორცის წარმოება მსოფლიოში არსებული ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით. ეს პროექტი ითავლისწინებს იმპორტირებული საინკუბაციო კვერცხიდან გამოჩეკილი ჭიუკების გაზრდას 45 დღემდე. ამ პერიოდის განმავლობაში მათ ვაქცინაციას საქართველოში გავრცელებულ ფრინველის ყველა ეპიდემურ დავადებებზე და მათ უზრუნველყოფას ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ამინომჟავებით. ეს ტექნოლოგია შემდეგში განაპიროებს ფრინველის სწრაფ ზრდას და შესაძლებლობას იძლევა თითოეულ ფრინველზე წარმოებულ იქნეს 5 კგ ხორცი. კომერციული მამლების წონა 18-22 კგ, ხოლო დედლების წონა- 8-14 კგ-ია. ამ წონას ფრინველები გამოჩეკის დღიდან 12-20 კვირის განმავლობაში აღწევენ. ფერმერული მეურნეობის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და პოლონეთის ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, კონსულტანტი მეფრინველეობის დარგში არტურ პალუშევსკი დაესწრნენ.

« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009