|
ქვემო ქართლის რეგიონში, სიფელ თელეთში სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამზადება-გადამუშავების კომბინატი გაიხსნა, რომლის მიზანია, მეფუტკრეობის პროდუქტის დამუშავება-რეალიზაცია. კომბინატი აღჭურვილია ევროპული წარმოების ტექნოლოგიური ხაზებით, დაზგებითა და აპარატებით, რაც მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს.
საწარმოში ფუნქციონირებს თაფლის გადამამუშვებელი, სკების წარმოების საამქროები. კომბინატში ასევე, ცვილის გაწმენდა და დაფასოება (30 გრ-დან 9-კგ-მდე) წარმოებს. მიმდინარე წელს, კომბინატში თაფლის არყის, თაფლის ძმრის, დინდგელის გადამუშავების და დაფასოების, დეკორატიული სანთლის წარმოების საამქროებიც ამოქმედდება. ჭურჭელი, რომელშიც თაფლის დაფასოება ხდება სერთიფიცირებულია. სერთიფიცირებულია აგრეთვე, პლასტიკატის 20-40 კგ ვედრო-კონტეინერები, რომელთა რეალიზაციაც მეფუტკრეებზე ხორციელდება. საწარმო- ლაბორატორიაში, ნედლეულის შესყიდვის მომენტიდან მის შეფუთვამდე, ტექნოლოგიური პროცესის კონტროლი მიმდინარეობს. კომბინატის გახსნას სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დაესწრნენ. |