ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
08.06.2010   
8 ივნისს, კახეთის რეგიონში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი საწარმო - ნაფარეულში ვარდის ზეთის მწარმოებელი ქარხანა შპს "კოპალა", ხოლო იყალთოში რძის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილი, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ათასწლეულის ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. შპს "კოპალამ" ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში 150 000 აშშ დოლარის, იყალთოში მდებარე ი/მ დ. ბოტკოველის რძის გადამამუშაველმა საწარმომ 50 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღეს. ამ თანხებით და ადგილობრივი ფერმერების თანადაფინანსებით, მოხდა საწარმოები განახლება და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. შეიქმნა 50-ამდე ახალი სამუშაო ადგილი. ვარდის ზეთის მწარმოებელ საწარმოში ხდება ვარდის ზეთის წარმოება და დაფასოება. საბოლოო პროდუქტი კი ექსპორტზე გერმანიაში გადის. იყალთოს რძის გადამამუშავებელი საწარმო კი ორი ტიპის ყველის (სულგუნი და ქართული ყველი) წარმოება, დაფასოება და დისტრიბუცია დაიწყებს. ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დღეისათვის დამტკიცებულია 286 პროექტი: პირველადი წარმოების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების განვითარებისთვის საქართველოს ყველა რეგიონში, საერთო თანხით 16.2 მლნ. აშშ დოლარი, რაც, სავარაუდოდ, 3600-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობაა საქართველოს რეგიონებში.
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009