| |
|
 |
19.02.2010 |
|
|
|
|
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტის გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს შეხვდა. შეხვედრაზე შეაჯამეს 2009 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგები და ახალ, სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზეც იმსჯელეს. ბაკურ კვეზერელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროგრამის შესახებ ესაუბრა. უახლოეს პერიოდში, ქვემო ქართლის რეგიონში, შპს. ”მექანიზატორი” რაიონულ სერვის-ცენტრს დააფუძნებს, სადაც თავმოყრილი იქნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. სერვის-ცენტრი მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონს მოემსახურება. გლეხები კონკრეტულ რაიონებში, ტექნიკის გამოყენებას ადგილზე შეძლებენ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მოსავლიანობის გაზრდას და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. |
|
|
|
| « უკან |
|
|