ხორბალი 330$  ბრინჯი 472$  სიმინდი 163$  ქერი 156$  
   
10.02.2010   
დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი 20-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე შეჯამდა 2009 წლის შედეგები, განისაზღვრა სამომავლო გეგმები და ამოცანები. ასევე განიხილეს 2010 წელს დაგეგმილ რომელ საერთშორისო გამოფენებში მიიღებენ მონაწილეობას ქართული კომპანიები. შეხვედრაზე გადაწყდა მეღვინეთა ასოციაციის ჩამოყალიბება. ამ გზით სამინისტრო და მეღვინეები ერთობლივი მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, გასაღების ახალი ბაზრების მოძიებას და შესაბამისად, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდას ვარაუდობენ. ”ჩვენ უახლოეს დღეებში დავაფუძნებთ ახალ ასოციაციას ღვინის სექტორში, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად ახალი ბაზრების ასათვისებლად. ჩვენი პრიორიტეტი წელს არის დიდი ბრიტანეთისა და ბალტიისპირეთის ბაზრები”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა. ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელების მომავალი შეხვედრა მინისტრთან ერთ კვირაში გაიმართება.
« უკან
 
 
06 Sep
  სარწყავი სეზონისთვის საირიგაციო სისტემების მომზადება და სამომავლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მაქსიმალური...
30 Aug
  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში პომიდვრის მოსავლის აღების მიმდინარეობას გაეცნო. ბაკურ...
09 Aug
  სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც თვითმფრინავზე ცხვრის...
02 Aug
  კანადაში მალე ქართული ღვინო გაცილებით მეტი გაიყიდება, ვიდრე ეს აქამდე იყო....
 
         
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009