სოფლის მეურნეობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა

სოფლის მეურნეობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის გაფართო
18.08.2016

საქართველოში თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის, ფარუკ ჩელიკის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და საქართველო-თურქეთს შორის სოფლის მეურნეობის დარგში სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოდან  ცოცხალი პირუტყვისა და ხორცის, თაფლის, ჩაის და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას. აღინიშნა, რომ უსაფრთხოების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის კუთხით  მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.

შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მოადგილეები ლევან დავითაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი, იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები  ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც  მცენარეთა წარმოებისა და მცენარეთა დაცვისცხოველთა კეთილდღეობის და ცხოველთა ჯანმრთელობის, ასევე სამეცნიერო მიმართულებებითა და ვაჭრობის გაღრმავების კუთხით   თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრის მოადგილემ, ნურსეთ იაზიჩმა.

დღესვე, თურქეთის სოფლის მეურნეობს მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, სასტუმროთბილისი მარიოტშიბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც აგრარული მიმართულების უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.