შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან

შეხვედრა მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან
08.07.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მოლდოვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ბაქოში) გეორგ ლეუკას შეხვდა. 
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხებზე იმსჯელეს.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შეიქმნას საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სამთავრობოთაშორისო თანამშრომლობის ეკონომიკური კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებას. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების, მეღვინეობის, გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელების პროდუცქციის დაცვის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანერგვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების კუთხით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი ინიციატივების შემუშავება, აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა და ერთობლივი პროექტების განხორციელება.
მოლდოვის რესპუბლიკის ელჩთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.