ინაბოტის სადრენაჟე არხის რეაბილიტაცია

24.06.2016
სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟე და საირიგაციო არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად კახეთის რეგიონში ინაბოტის სადრენაჟე არხზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინაბოტის სადრენაჟე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში გაიწმინდება კოლექტორის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება და 400 ჰექტარ ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ჭაბუკიანი, ქალქვა, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი) მოსახლეობა აღნიშნული მიწის ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. 
დღეისათვის კახეთის რეგიონში 7 ობიექტზე 8 მლნ ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალი წლისთვის რეგიონში რამდენიმე ათასი ჰექტრით გაიზრდება მელიორირებული მიწის ფართობი. 
2012 წლიდან კახეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრატსრუქტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეა გაზრდილი. 
სადრენაჟე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.