მემორანდუმი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან

18.03.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს შეხვდა. 
ოთარ დანელიამ აკადემიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე მინისტრმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის მეცნიერების ჩართულობა და ზოგადად, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. 
შეხვედრის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინიტროსა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის დარგობრივი განვითარების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში მოხდება გამოცდილების გაზიარება, დარგობრივი პროგრამების განვითარება და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით აქტიური მუშაობა.
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გურამ ალექსიძის განცხადებით, სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა უფრო ეფექტიანი გახდება და დარგის განვითარების მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდება.
მეცნიერებთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, დავით გალეგაშვილი, იური ნოზაძე, გოჩა ცოფურაშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეცნიერებათა აკადემიის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე არსებული ღვინის მუზეუმი და ენოთეკა დაათვალიერებინა.