ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს ამბროლაურის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა

07.03.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ დანელია,  მინისტრის პირველი  მოადგილე ნოდარ  კერესელიძე და  რაჭა-ლეჩხუმის მხარის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული  სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში  თანამედროვე სტანდარტების ოფისის გახსნის შემდეგ,   სამსახურის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეფექტიანი გახდა. ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვს ისარგებლოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და ფიტოსანიტარიის კუთხით არსებული სერვისებით. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები  სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების, სასაკლაოების, სავაჭრო ობიექტების და აგრარული ბაზრების სახელმწიფო  კონტროლს ახორციელებენ. რეგიონში  მნიშვნელოვნად გაიზარდა  ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მასშტაბი.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისების გაძლიერება და გამართულად მუშაობა, მნიშვნელოვანია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ევროკავშირის სტანდარტების დამკვიდრებისთვის.