ექსპორტ-იმპორტი

ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა ექსპორტის წახალისების და იმპორტის ჩანაცვლების მიზნით. ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იყო 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომელიც ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის არსებობას და იძლევა მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად. 2015 წელს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 19 %-ით 2012 წელთან შედარებით და შეადგინა 612 აშშ მლნ დოლარი, ამასთან, იგივე პერიოდში იმპორტი შემცირდა 13%-ით და შეადგინა 1.1 აშშ მილიარდი დოლარი.