ხორბალი 325$
ბრინჯი 573$
სიმინდი 315$
ქერი 206$
18.05.2012
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ფოთში, საკოორდინაციო შტაბის გახსნას დაესწო. საკარანტინო მავნებლის – თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონიძიებების კოორდინაციის მიზნით, ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური შტაბი იმუშავებს.
საკორგანიზაციო შტაბი სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელი სამუშაოების ოპერატიულ დაგეგმვასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს.
მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, იგეგმება საინფორმაციო ფლაერების გავრცელება.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ რუსთავთან ახლოს, სოკოს ახალი საწარო მოინახულა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ორი სახეობის სოკო ,,ქამა” (შამპინიონი) და ,,კალმახა“(ხის სოკო) იწარმოება, რომლებსაც უსაფრთხოების მიზნით სრული დეზინფექცია–დამუშავება უტარდება. ეს პროდუქტის უვნებლობას, მაღალ ხარისხსა და კონკურენტუნარიანობას განაპირობებს.
ქარხანა თვეში 120 ტონამდე სოკოს აწარმოებს. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია წარმოების 200 ტონამდე გაზრდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კახეთის რეგიონში საშიში მავნებლის – მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა დაიწყო. სოფელ ზემო ალვანში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე მოსახლეობას შეხვდნენ და ფართობების შეწამვლის პროცესს დაესწრნენ.
ახმეტის რაიონში მაროკოული კალიის გავრცელება წელს პირველად დაფიქსირდა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
10 მაისს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ლიტვაში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო–სამეურნეო პროდუქციისა და სურსათის საერთაშორისო გამოფენას „აგრობალტი 2012“–ს დაესწრო. კაუნასში გამართული ეს მნიშვნელოვანი გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ერთ-ერთი უმსხვილესია ბალტიის რეგიონში.
„აგრობალტი 2012“-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელსაც 9 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები, ევროპარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სოფელ წეროვანში, თანამედროვე სასათბურე მეურნეობაში აგრარული უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო.
,,საქართველოში სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
9-10 მაისს, ქართული ღვინის ისტორიული ფონდის ინიციატივით, საქართველოს სავაჭრო პალატის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით ქართული ღვინის IV ეროვნული კონკურსი მიმდინარეობს. აღნიშნული კონკურსი ქართული ღვინის ხარისხის ზრდისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის საქმეში უდიდეს როლს ასრულებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობის პროცესში.
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
11
|
»
17
May
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გურიის რეგიონში, სოფელ ნარუჯაში მოცვის პლანტაციები...
16
May
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ ნადარბაზევის ...
15
May
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ მცირე და...
14
May
9-11 მაისს, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის და ადგილობრივი წამოების მხარდაჭერის მიზნით,...
საავტორო უფლებები ეკუთვნის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2009